02 ივლ - 01 აგვ
ვიპ
კონტენტ მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად
  • აუდიტორიის შესწავლა, მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის ქცევითი პატერნის შესწავლა
  • თვის ჭრილის კონტენტ კალენდრის შემუშავება არხების მიხედვით (social media, web, app, search engines)
  • ქოფირათერთან და გრაფიკულ დიზაინერთან ერთად თვის ჭრილში კონტენტის შექმნა
  • კომუნიკაციის დიზაინის შემუშავება ძირითად მიმართულებებზე
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა აქტივობების კონცეფციის შექმნასა და დაგეგმვაში ჩართულობა
  • ციფრული PR აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა, მაგ.,: ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, პიარ სტატია, ინფლუენსერებთან მუშაობა და ა.შ.
  • ციფრული კამპანიების კონცეფციის, კამპანიის მესიჯის მოფიქრება, საჭიროებისამებრ კომპეტენციის ფარგლებში ბრიფის მომზადება სააგენტოსთვის
  • კონკურენტებზე დაკვირვება
  • სიახლეების, ტრენდების, ახალი მიდგომების, ტექნოლოგიების კვლევა, გაზიარება და იმპლემენტაცია
  • რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • AI ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები და პიროვნული თვისებები
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გახდი კლინიკა კანის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge.სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტენტ მენეჯერი“.

შპს კანში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს კანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი
ნახვები 155
უნიკალური ნახვები 145