02 ივლ - 01 აგვ
ვიპ
ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
მცხეთის მუნიციპალიტეტი, წილკანი
  • სტაჟირება
  • 1250
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“გლობალ ბიერ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე შესყიდვების დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით), სოფელ წილკანში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.
კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი, ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰაინეკენის ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.
კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება მონაწილეობა შესასყიდი საქონლის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • ტენდერების ჩატარება და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება;
  • მომწოდებლების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
  • მოწოდების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • შეკვეთების დაგეგმვა;
  • გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საწყობებში შეტანილი საქონლის რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
  • ლოგისტიკისა და შესყიდვების მონაცემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
  • მიმდინარე პროცესისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სტუნდენტი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემუშავების გამოცდილება და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული - მომწოდებლებთან კომუნიკაციისათვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

გარანტიები:
კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 2 დღე დისტანციური სამუშაო რეჟიმით)
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: დარიცხული 1,250 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 163
უნიკალური ნახვები 153