03 ივლ - 02 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია “Next Door”, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით მუდმივად ახალ პროექტებზე მუშაობს და მომხმარებლებს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებსა და ახალ სტანდარტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება;
  • პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებადა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • პრეზენტაციების ორგანიზება, დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
  • მომხმარებელთა ბაზის განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • არსებული მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების გაცნობა და მათი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, ეფექტური ვერბალური და წერილობით კომუკიკაციისთვის;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრის უნარი;
  • გუნდის მიზნების, პასუხისმგებლობის გაზირებისა და ამავდროულად ინდივიდუალურად საკითხის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს “Next Door”-ი სთავაზობს:
  • ანაზღაურების ეფექტურ სქემას (ხელფასს + ბონუსი);
  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 45
უნიკალური ნახვები 45