03 ივლ - 02 აგვ
გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 28 58 93
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა.
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება და პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • სალარო ოპერაციების წარმოება.
  • მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ -ჩვევები:
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება.
TI’ME BATUMI : სამუშაო საათები 11:00 დან - 20:00 საათამდე. მისამართი: ქ. ბათუმი, გამსახურდიას № 32.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ტრეინინგები და განვითარება.
  • წლიური ნომინაციები.
  • ბრენდირებული საჩუქრები.
  • ბონუსი ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის (KPI)
  • ფიქსირებული ბონუსი
  • დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
  • ფიტპასი
  • თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე

განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/68?source=aWQ9NDQ%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: +995 598 28 58 93.

თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 27