03 ივლ - 02 აგვ
უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი (ბიზნეს პროცესების ანალიზის მიმართულებით) პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;
  • Fit pass;

ფუნქცია- მოვალეობები:
  • მენტორთან ერთად ბიზნეს პროცესების აღწერა, დიზაინი და გაუმჯობესება.
  • Best Practice-ების და სხვადასხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.
  • ბიზნეს ამოცანების განსაზღვრის მიმართულებით მუშაობა.
  • პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ეფექტიანობის განსაზღვრა კომპანიისთვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების მენეჯმენტის/გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამოდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ:
გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ანალიტიკოსი
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 16