03 ივლ - 15 ივლ
IFRS რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას IFRS რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველთვიური და ყოველკვარტლური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“/IFRS) შესაბამისად დირექტორატთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით;
  • კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება;
  • ყოველწლიური მენეჯერული რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება SARAS-თან წარდგენის მიზნით;
  • მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის / გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მობილიზება, ანალიზი და შედეგების კომუნიკაცია;
  • ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირებაში მონაწილეობის მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, აუდიტის ან/და რეპორტინგის მიმართულებით;
  • სასურველია აუდიტორიულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების ცოდნა - სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს F2, F3, F7 წიგნები;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა - სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი;
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • აკურატული;
  • შესრულების სიზუსტე და სისწრაფე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - IFRS რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9