03 ივლ - 02 აგვ
მოლარე-ოპერატორი/ტექნიკური ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
გორგია”-ს პრემიუმ კლასის შოურუმი “ლუსონი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორისა და ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე პოზიციაზე, თბილისში.

,,ლუსონში’’ წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებების დოკუმენტების მომზადება, სალარო ოპერაციების მართვა, ნაღდი ფულის სალაროში გადაადგილება;
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისა და გადაადგილებების დოკუმენტების გაფორმება;
  • სასაქონლო ზედნადების, გასავლისა და შემოსავლის ორდერის გაფორმება;
  • სალაროს შემოსავლის ორდერის (საგადახდო დავალების) გაფორმება და თანხის მიღება ვაუჩერის გაცემა/გაყიდვა;
  • მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ მითვლის/მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ტექნიკური ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სექციებში მინიმალური სარემონტო სამუშაოების სწრაფი და ეფექტური შესრულება;
  • საქონლის მიღების პროცესში ტვირთის გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, მუშაობის, მონტაჟის, ტექნიკური მონაცემების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის ეფექტურად წარმოდგენა სტენდებზე, საჭიროების შემთხვევაში მოხსნა, შეფუთვა, დაშლა, აწყობა;
  • ცვლილებების შემთხვევაში, სტენდების აწყობა/დაშლის უზრუნველყოფა;
  • საწყობიდან პროდუქციის შესაბამის სექციებში გადაადგილება ან პირიქით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ვვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ფილიალი);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/qxPPd ;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
მოლარე
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8