03 ივლ - 21 ივლ
სკოლის ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს სკოლის ექიმის ვაკანტურ პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის სპეციალობით, სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი)

ძირითადი მოვალეობები:
  • მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
  • მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომელიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ) და მიიღოს პრევენციული ზომები;
  • გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
  • განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და მოამზადოს საჭირო წინადადებები/რეკომენდაციები;

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ივლისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9