03 ივლ - 26 ივლ
ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
გამოქვეყნების თარიღი: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

ძირითად ფუნცია-მოვალეობები:
  • მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
  • სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
  • სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
  • დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
  • დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
  • დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • დაქვემდებარებული ასისტენტის დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ დავალებებზე/ოპერაციებზე;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის (ასისტენტ(ებ)ის) მუშაოების შედეგების განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.

მოთხოვნებით:
  • უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
  • სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
  • სავალდებულოა ინგლისური B2 ენის დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
  • კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

წერითი დვალება:
  • ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
  • წერითი დავალების თემა: თეორიული/პრაქტიკული ცოდნის შემოწმება ბუღალტერიაში
  • გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge
Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 25