04 ივლ - 01 აგვ
პროექტის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას: პროექტის ასისტენტი
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვისა და მიგრაციის პროგრამა / მიგრაციის და რეინტეგრაციის პროექტი

დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთით)
ხანგრძლივობა: უვადო, პროექტის დასრულებამდე, 4 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით
ადგილმდებარეობა:დიდუბე, თორნიკე ერისთავის ქ.#23
სამუშაოს მოკლე აღწერა:მიგრანტების სოციალური ასისტენტი პასუხისმგებელია დახმარება გაუწიოს კოორდინატორს, რათა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
ძირითადი
  • ვალდებულია დახმარება გაუწიოს პროექტის კოორდინატორს პროექტის ყოველდღიური დოკუმენტაციისა და სხვადასხვა წერილობითი ანგარიშების თუ საბუთის შედგენაში;
  • ვალდებულია პროექტის კოორდინატორის დავალებით მოახდინოს ბენეფიციარების მიღება/დახვედრა (პროექტის ოფისში, აეროპორტში, თუ სხვა წინასწარ შეთანხმებულ ადგილას), დაკვალიანება და მათთვის სათანადო საბუთების, მასალების თუ ინფორმაციის მიწოდება.
  • ვალდებულია მოახდინოს ბენეფიციარებთან გასაუბრების ჩატარება;
  • ვალდებულია უპასუხოს შემოსულ სატელეფონო ზარებს ან ელექტრონულ წერილებს.
  • ვალდებულია ჩაატაროს ბენეფიციარების შემთხვევების („ქეისების“) მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათ საცხოვრებელ ადგილზე ან სხვა დაკავშირებულ ადგილზე მისვლით, მათ შორის საქართველოს რეგიონებშიც. ვალდებულია მონიტორინგის დროს მოახდინოს ადგილზე სურათების გადაღება, საბუთების შევსება და სხვა საჭირო დავალებების შესრულება.
  • ვალდებულია მოახდინოს ბენეფიციარების შემთხვევებთან დაკავშირებული ყველა სჭირო ინფორმაციის და საბუთების შეგროვება, ადაპტირება და საჭირო ფორმით კოორდინატორისთვის მისი მიწოდება.
  • ვალდებულია შეგროვებული ინფორმაცია შეინახოს/დაახარისხოს ორგანიზებული, მოწესრიგებული და კოორდინატორის მიერ მოთხოვნილი ფორმით.
  • ვალდებულია მოახდინოს საჭირო ფორმების შევსება და მიწოდება კოორდინატორისთვის ან პროექტის ასისტენტისთვის.
  • ვალდებულია დახმარება გაუწიოს პროექტის კოორდინატორს სამეურნეო და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;
  • ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში პროექტის კოორდინატორის დავალებით შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული შესყიდვები;
  • მოვალეა საჭიროების შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოს ყოველკვირეული ანგარიშებით შესრულებული შესყიდვების შესახებ;
  • ვალდებულია პროექტის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
  • ვალდებულია პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
  • პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
  • ვალდებულია იყოს კარიტასის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
  • პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს კარიტასის ტერიტორიაზე;
  • ვალდებულია დახმარება გაუწიოს პროექტის კოორდინატორს ან პროგრამის მენეჯერს პროექტის დაგეგმვასა და ეფექტურ განხორციელებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა გონივრულ დავალებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
აუცილებელი:
  • უმაღლესი განათლება

გამოცდილება
სასურველი:
  • სოციალურად დაუცველ პირებთან ან მიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება

უნარები
აუცილებელი:
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ;
  • გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • წერითი უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

სასურველი:რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელი:
  • ურთიერთობების სწორი წარმართვა;
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
  • მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი;
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
  • მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას;
  • კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან.

განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: mariam.buhagiar@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) აუცილებლად მიუთითოთ: „პროექტის ასისტენტის ვაკანსია“.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31.07.2024

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 32