04 ივლ - 03 აგვ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, გლდანი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, გაქვს ხალხთან ურთიერთობის ნიჭი, მოგწონს და გაინტერესებს გაყიდვების სფერო, მაშინ შემოუერთდი Office Line-ის გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (700 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?
  • გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, ჩვენი პროდუქციის შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ჩანიშვნა.

რას გთავაზობთ?
  • მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე, სადაც უყვართ ის, რასაც აკეთებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.

რა გვჭირდება შენგან?
ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს.

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის? გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: info@officeline.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 20