04 ივლ - 03 აგვ
ვიპ
ბუღალტერი
თბილისი
სასტუმროების ქსელი
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
  • საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
  • გადარიცხვების წარმოება;
  • შედარების აქტების დამზადება;
  • დავალიანების მართვა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.passport@gmail.com დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 179