04 ივლ - 03 აგვ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კარების უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" 2018 წლიდან ახორციელებს ბინაში შესასვლელი, ოთახშორისი და ცეცხლგამძლე კარების რეალიზაციას.

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 3 შოურუმს შემდეგ ლოკაციებზე: ა. წერეთლის 115ა და ვ. ბაგრატიონის 5, აღმაშენებლის ხეივანი 66ბ.
ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი
  • საშუალო ანაზღაურება: 1000-1500 ლარი, ხელზე ასაღები.

განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიის დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV - "აუცილებლად ფოტოსურათით" შემდეგ მისამართზე: info@gabuild.ge

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 26