05 ივლ - 04 აგვ
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 850 + ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
Palais des Thes არის ჩაის კომპანია, რომელიც 1987 წელს დაარსდა საფრანგეთში. მსოფლიო მასშტაბით ბრენდს აქვს 100-მდე მაღაზია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაის აქსესუარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

Palais des Thes აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო ან ჭავჭავაძე.
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, კვირაში 40 საათი 1 დღე დასვენება.
  • ანაზღაურება: პირველი თვე 750 ლარი.
  • მეორე თვე 800 ლარი.
  • მესამე თვე 850 ლარი პლიუს ბონუსები.
  • კომპანიაში დასაქმებული პირები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება.
  • მომსახურების ხარისხზე ორიენტირება.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:
  • ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
  • მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში. საჭიროებისამებრ ჩაის დეგუსტაციის ჩატარება.
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა. სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დათვლა.
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი.

შერჩევის ეტაპები:
  • გასაუბრება
  • გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ 2 კვირიანი ტრენინგი. (სტაჟირება ანაზღაურებადია)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: chubi.pdt@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 16