05 ივლ - 20 ივლ
კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2400
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Helpers City - დასუფთავების სერვისი ბათუმში და თბილისში. ვმუშაობთ 2 წელზე მეტი, ჩატარებული გვაქვს 5000 დასუფთავება, ვუზრუნველყავით სამუშაოთი 40- მდე კლინერი. ჩვენი მიზანია - საქართველოში საკლიენტო სერვისის განვითარება.
Helpers City აცხადებს ვაკანსიას : კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი დასუფთავების კომპანიაში
ვის ვეძებთ?
ჩვენთვის მისაღები იქნება სწრაფი და სხარტი აზროვნების პიროვნება, რომელიც აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და კოოდინირებას გაუწევს თანამშრომლებს. შენ ნამდვილად იცი რა არის კლიენტზე ორიენტირებული სერვისი და გაქვს აზარტი მუშაობაში

რუსული ენის ცოდნა აუცილებელია

როგორი დავალება გექნება?
  • პოტენციური კლიენტების ძებნა
  • შეკვეთების მიღება, მიმოწერა და სატელეფონო ზარები კლიენტებთან
  • პერსონალის მართვა CRM Bitrix - კლინერების განაწილება ობიექტებში და სამუშაოს კონტროლი (გასწავლით!)

შენ აუცილებლად გამოგივა თუ:
  • გაქვს გამოცდილება გაყიდვებში 1 წლიდან
  • გაქვს გამოცდილება დისტანციურ სამსახურში და შენ იცი რა არის CRM
  • მზად ხარ აითვისო ბევრი ახალი ინფორმაცია პროდუქტზე
  • გიყვარს და შეგიძლია იმუშავო ადამიანებთან (შესაძლებელია გქონდა გაყიდვებში გამოცდილება ან კლიენტებთან მუშაობის დარგში)

რა პირობები გვაქვს?
  • ჩვენ ვართ სტარტაპი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა რომ შემოგთავაზოს 150 პუნქტი სოციალურ პაკეტში, მაგრამ ამის კომპენსირებას გაგიწევთ სწრაფი ზრდით, არაჩვეულებრივი გუნდით და გამოცდილებით.
  • ჩვენ ვმუშაობთ 5/2, 10 - 19 საათამდე
  • დისტანციური სამსახური და შეხვედრები კლენტებთან B2B თბილისში
  • ანაზღაურება 1500 – 2400 ლარი/თვეში
  • სამუშაო არის ძალიან ინტენსიური, აქედან გამომდინარე სხვა სამშახურთან შეთავსება ვერ მოხერხდება

შეგვეხმიანე სამოტივაციო წერილით! ძალიან გაგვიხარდება თუ შემოუერთდები ჩვენს გუნდს,მოგვწერეთ helperscity.ge@gmail.com
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 50