09 ივლ - 08 აგვ
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, შავიშვილის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 4000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 322 88 77 90
მისამართი: შავიშვილის 1ა
არქიტექტურული კომპანია „ბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
  • მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
  • მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად.

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათ-კვირა დასვენება
მისამართი: ქ. თბილისი, მ. შავიშვილის ქ. #1ა
ანაზღაურება: 2000 - 4000 და საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: Info@bijiarch.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.instagram.com/bijiarchitecture/

გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 244
უნიკალური ნახვები 231