10 ივლ - 09 აგვ
მიმღები ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 597005000
"სასტუმრო მონოგრაფი" აცხადებს მიმღები ადმინისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი (თავისუფლების მოედანი)
სამუშაო განაკვეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი ** გამოცდილების შექმნა
  • რეპორტების მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია პროგრამა ფიდელიოს ცოდნა

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარი
  • თავაზიანობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სწრაფად რეაგირების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკსა და გარემოს
  • კარიერულ ზრდას
  • მზარდ შრომით ანაზღაურებას
  • "ფიტპასის" და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@monographtbilisi.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 597005000; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმღები ადმინისტრატორი"

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.monographtbilisi.com

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 75