10 ივლ - 09 აგვ
საკრედიტო ექსპერტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე თბილისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: თვეში 1500 ლარი + ყოველთვიური ბონუსი, გეგმების მიხედვით
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო / პროფესიული განვითარება
ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალები.
სამუშაოს აღწერილობა:
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
  • შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი;
  • სასესხო განაცხადის წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 10 აგვისტომდე: www.app.helio-ai.com/apply/fykom5afw64uklo1?src=hr.ge

ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო ინტელიექსპრესისს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / +995 32 2 49 25 25
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი
ნახვები 67
უნიკალური ნახვები 62