10 ივლ - 09 აგვ
რეკრუტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: თვეში 1600 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო / პროფესიული განვითარება
ადგილმდებარეობა: თბილისი. დ. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“, II სართ.
სამუშაოს აღწერილობა:
  • კომპანიის ფრონტულ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევის სრული ციკლის მართვა (ვაკანსიის დამუშავება, განთავსება, გასაუბრება);
  • დასაქმების პლატფორმებთან, სასწავლო და სატრენინგო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • კანდიდატების მოზიდვის აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა, ბაზრის პერიოდული ანალიზი;
  • შერჩეული კანდიდატების ფილიალებში განაწილებისა და სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
  • კანდიდატების გადამზადების, ტესტირების, პრეზენტაციების მომზადებისა და მსგავსი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
  • ფრონტულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების პირადი მონაცემების დამუშავება, შრომითი ხელშეკრულებების ორგანიზება, ფაილინგი, შესაბამისი პროგრამული ასახვა, პირადი საქმეების წარმოება, როგორც დოკუმენტურ, ასევე - ციფრულ ფორმატში;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • შესრულებული სამუშაოს პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბანკო, მომსახურების სფეროს რეკრუტერის პოზიციაზე, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
  • რეკრუტინგულ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • HR ადმინისტრირების მოდულებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 10 აგვისტომდე: www.app.helio-ai.com/apply/n6xv76d6os1y40dd?src=hr.ge

ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო ინტელიექსპრესისს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ნახვები 410
უნიკალური ნახვები 368