10 ივლ - 09 აგვ
სასტერილიზაციოს მედდა
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს მედდის პოზიციაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2 / პუშკინის 164

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სპეციალიზირებული განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასტერილიზაციოს მედდის პოზიციაზე სასურველია);
  • შესაბამისი საექთნო პროტოკოლების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის ქონა;
  • თავაზიანობა;
  • მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
  • კომუნიკაცია – აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
  • სუბორდინაცია;
  • გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
  • სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;
  • თვითგანვითარება;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პოლისებისა (პროცედურები, ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება;
  • საჭირო მასალების და აღჭურვილობის დეზინფექციისა და სტერილიზაციის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გასტერილებული მასალისა და იარაღების ვარგისიანობის ვადის შემოწმება;
  • სტერილური მასალების და იარაღების გადაადგილება შესაბამისი წესით (შეფუთული სახით) უზრუნველყოფა;
  • სამრეცხაოში ხალათების, შემოფარგვლებისა და პირსახოცებისათვის განკუთვნილი კონტეინერის შემოწმება, კონტროლი და მარკირება. (სუფთა მასალის განლაგება);
  • სადეზინფექციო ხსნარების დაწესებული სქემის მიხედვით განზავება, გამოცვლა და კონტროლი;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 62
უნიკალური ნახვები 62