10 ივლ - 09 აგვ
სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2 / პუშკინის 164

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
  • თავაზიანობა;
  • მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
  • კომუნიკაცია – აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია)
  • სუბორდინაცია;
  • გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სხვა განყოფილების პერსონალთან კარგი კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • გავლილი უნდა ქონდეს სახანძრო უსაფრთხოების პასუხისმგებელი პირის აკრედიტირებული კურსი;
  • უნდა ფლობდეს ცოდნას სახანძრო უსაფრთხოების შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამისად კანონმდებლობის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს თავისი საქმიანობა;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
უსაფრთხოების ინჟინერი
ნახვები 94
უნიკალური ნახვები 94