10 ივლ - 09 აგვ
მოლარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ბათუმში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე ბათუმში" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 80
უნიკალური ნახვები 79