შემდეგი
20 აგვ - 19 სექ
მიმტანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
- სეზონური/დროებითი
- 1400
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medi.ge
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 1400 ლარი (net) + თიფსი.
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 6 ივნისიდან ეტაპობრივად 1 ივლისამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
- თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
- სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
- შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
- ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება;
- შვედური მაგიდის მომსახურება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
- სწრაფი და თავაზიანი მომსახურება კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 121
უნიკალური ნახვები 121