შემდეგი
20 აგვ - 19 სექ
დამლაგებელი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
- სეზონური/დროებითი
- 1100 - 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medi.ge
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება:
- 10 ნომერი -1100 ლარი (net);
- 15 ნომერი - 1500 ლარი (net);
- ფასადი და საერთო სივრცეები - 1100 ლარი (net);
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივლისიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
- სასტუმროში განთავსებული ოთახების ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
- ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
- წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
- ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
- დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
- შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
- უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
- ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
- კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტრესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge,ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 131