შემდეგი
20 აგვ - 18 სექ
უნივერსალური მზარეული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილი
- სრული განაკვეთი
- 2500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medi.ge
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 6/1.
ანაზღაურება: 2500 ლარი (net)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
- სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- მარაგების ეფექტურად გამოყენება;
- მენიუში არსებული კერძების მომზადება;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- სამზარეულოს და პროდუქტის მარაგების კონტროლი;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა;
- შეამოწმოს პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებები;
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge,,, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
ნახვები 128
უნიკალური ნახვები 130