15 სექ - 18 სექ
სტარტი
დაცვის სამსახურის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995322 36 91 60
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს დაცვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება - უმაღლესი

ზოგადი უნარები:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უსაფრხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი აქტების ცოდნა.

გამოცდილება:
  • უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დისციპლინის დაცვა აკადემიის ეთიკის კოდექსით და დისციპლინური პასიხისმგებლობის ნორმებით დადგენილი მოთხოვნებით;
  • წესრიგის დამრღვევი სტუდენტების გამოვლენა/რეაგირება;
  • აკადემიის თანამშრომლებისა და სტუდენტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • სათვალთვალო კამერების საშუალებით შენობაში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი კანონმდებლობის დაცვით;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას უზრუნველყოფა. ამ მიზნით ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალისტების მითითების შესაბამისად თვალსაჩინო ადგილას ცეცხლმაქრი ბალონების განთავსება და მათი ვარგისიანობის პერიოდული შემოწმება;
  • აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილას ევაკუაციის გეგმის განთავსება;
  • საინფორმაციო შეხვედრების ჩაატარება სტუდენტებთან და პერსონალთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან 2024 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995322 36 91 60
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 343
უნიკალური ნახვები 348