15 სექ - 18 სექ
სტარტი
სასწავლო პროცესის კორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის კორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.

სასწავლო პროცესის კოორდინატორის ფუნქცია:
  • უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების ტექნიკურ საკითხებზე დახმარებასა და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
  • სკოლის დეკანთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
  • ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
  • აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
  • თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოებას;
  • აკვალიანებს სტუდენტებს საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
  • ახორცილებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
  • ახორცილებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
  • ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
  • აწარმოებს მონიტორინგს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანასთან დაკავშირებით სტუდენტურ ბაზაში;
  • კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
  • მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების პროცესში;
  • უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
  • ახორციელებს ლექტორების მონიტორინგს (ლექტორის მიერ სასწავლო კვირაში ფაქტობრივად ჩატარებული საათობრივი დატვირთვის ასახვა);

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან 2024 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 288
უნიკალური ნახვები 283