21 აგვ - 20 სექ
სტაჟირება იურიდიულ კომპანიაში
თბილისი, ვაკე
  • მოქნილი გრაფიკი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი:

იურიდიული კომპანია GA LEGAL GEORGIA აცხადებს სტაჟირებას

სტაჟირების ვადა: 6 თვე

სამუშაო ადგილი: . თბილისი, ბარნოვის ქუჩა N80

სტაჟირება ანაზღაურებადია საბონუსე სისტემით.

სტაჟირების პროცესში საშუალება გექნებათ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება:

  • ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით;
  • ბიზნეს სამართლებრივი პროცესების მართვის მიმართულებით,
  • წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოებასა და სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებათა (მათ შორის საერთაშორისო) მომზადების და ექსპერტიზის მიმართულებით,
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების მიმართულებით,

სტაჟირების დასრულების შემდგომ გექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში ჩართულობა;
  • სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესებში ჩართულობა;
  • სხვადასხვა იურიდიულ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავებელი კურსის სტუდენტი).
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია);
  • კანდიდატს სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@galegalgeorgia.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

იურიდიული
სტაჟიორი (იურიდიული)
ნახვები 622
უნიკალური ნახვები 577