17 სექ - დღეს
სტარტი
საწყობის თანამშრომელი
თბილისი, ვარკეთილი, კუპრაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი „ Hotels & Preference Hualing Tbilisi, თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას: საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

სამუშაოს ზოგადი აღწერა:
  • პასუხისმგებელია საკვების, სასმელების, ზოგადი მარაგებისა და აღჭურვილობის გამოყოფაზე, შენახვაზე, გაცემასა და აღრიცხვაზე.

მოვალეობა და პასუხისმგებლობა:
  • საკვებისა და სასმელის, ზოგადი მარაგისა და საოპერაციო აღჭურვილობის შემოწმება, მიღების პროცედურების დაცვა, რაოდენობასა და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ვადების განახლება საწყობში არსებულ ყველა ნივთზე, დადგენილი ნომინალური მარაგის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად
  • მიღებული ნივთების სტანდარტების დაცვით საწყობში დახარისხება
  • საწყობში არსებული ყველა ნივთის მოწესრიგებულ და ფუნქციონალურ მდგომარეობაში შენარჩუნება
  • შესყიდვებისა და საბაზრო ფასების კონტროლი
  • საწყობში არსებული ყველა ნივთის ინვენტარიზაციის სიების მომზადება და პროცესში ჩართულობა

სამუშაო ცოდნა/უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, ვიქტორ კუპრაძის 72

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად
თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@hotelspreference.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია შესაბამის რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება.
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 648
უნიკალური ნახვები 644