21 აგვ - 19 სექ
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 26 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 14000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებლობა გეძლევად, მიიღოთ მუშაობის გამოცდილება საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან.
ინსტა“-ს მარკეტინგის განყოფილება ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის კონტენტის მომზადება, შექმნა და პლათფორმაზე დამატება;
  • კომპანიის სოციალური მედია საშუალებების მართვა და გაიდლაინების მიხედვით რეკლამირება (Facebook, Instagram, Linkedin);
  • კონტენტ კალენდრის დაგეგმვაში მონაწილების მიღება;
  • სოც. არხების შესახებ რეპორტის და ანალიზის წარმოება;
  • E-mail მარკეტინგის მართვა Mailchimp;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმარების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობითი ფორმით;
  • Wordpress & Wix-ის პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბლოგისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება.

რას გათავაზობთ?
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • Fitpass;
  • ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას;
  • შვებულებას გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 სექტემბერი
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს „ინსტა“-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, „ინსტა“-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს „ინსტა“-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს „ინსტა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 184
უნიკალური ნახვები 183