21 აგვ - 19 სექ
დაცვა
თბილისი, ფონიჭალა
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე .
ადგილმდებარეობა: რუსთავის გზატკეცილი,ქვ. ფონიჭალა,ცოტნე დადიანის 1 შესახვევი N6
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ყოველი მეოთხე დღე.
ანაზღაურება: ერთი მორიგეობა 50 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • მატერილური ფასეულობების დაკარგვის ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის წარმოება.
  • ობიექტზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
  • ობიექტზე ვიზიტორების კონტროლი და რეგისტრაცია.
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 213
უნიკალური ნახვები 208