21 აგვ - 19 სექ
სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ვისტამედი“აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
  • ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • პლატფორმების მართვა
  • სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა
  • Google AdWords-სა და Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • გამართულად წერის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა , ინოვაციური იდეების წარმოჩენა და ეფექტურად განხორციელება
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი , დიდი დიღომი


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - careers@vistamedi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 230
უნიკალური ნახვები 229