22 აგვ - 20 სექ
კომი შეფი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო Puris Moedani Hotel Tbilisi სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია.
Puris Moedani Hotel Tbilisi აცხადებს კომი შეფის(Commis Chef ) ვაკანსიას.

დაქვემდებარება: კვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
  • ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება
  • კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და „მიზან-პლასის“ კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
  • საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@marcopolo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 81