22 აგვ - 20 სექ
ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"იმერეთის განვითარების ცენტრი" არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება განათლების, დასაქმების, უნარების გაძლიერების, კეთილდღეობის მხარდამჭერი სოციალური და ეკონომიკური სერვისების შექმნითა და განვითარების გზით, როგორც სამთავრობო ისე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.
თანამდებობის დასახელება: ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, 26 მაისის #39
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, არასრული (20 საათი კვირაში)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
  • ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება;
  • პროექტის ბიუჯეტების შექმნაზე პროგრამული გუნდის დახმარება;
  • შესყიდვების გეგმის და პროცესის ორგანიზება პროგრამულ გუნდთან ერთად;
  • შესყიდვების წარმოება;
  • სატენდერო პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომლების ნამუშევარი, საშვებულებო/არასაშვებულებო დროის აღრიცხვა;
  • მანქანების გასვლის გრაფიკის წარმოება;
  • მანქანის კოლომეტრაჟის აღრიცხვის გაკონტროლება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე - მინიმუმ 1 წელი;
  • საბუღალტრო პროგრამის/ბის ცოდნა (სასურველია);
  • Microsoft პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მაღალი მოტივაცია;
  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის შემოტანის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: davit_chkhobadze@wvi.org. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა davit_chkhobadze@wvi.org
გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ, რომ თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება შერჩევის ბოლო ეტაპზე, თანახმა ხართ ორგანიზაციამ გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
„იმერეთის განვითარების ცენტრი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 200
უნიკალური ნახვები 200