23 აგვ - 21 სექ
ჩინური ენის Online კურსის ტრენერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
,,ბიემსისი ცენტრი“განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს. https://shorturl.at/SmqEG
,,ბიემსისი ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის Online კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება
  • სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება
  • მუდმივი კონტაქტი ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელთან სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით
  • თანამედროვე სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი სიახლეების დანერგვა და მორგება მიმდინარე სასწავლო ჯგუფებზე
  • ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება
  • მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისკენ და პროფესიული განვითარებისკენ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ჩინური ფილოლოგიის განხრით
  • საოფისე პროგრამების და Online საკომუნიკაციო არხების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიის მართვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ :
  • პროფესიონალების გუნდთან თანამშრომლობას
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
  • მზარდ ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: დისტანციური.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,ჩინური ენის ტრენერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

გისურვებთ წარმატებას!
მეცნიერება/განათლება
ტრენერი,
უცხო ენების სპეციალისტი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 119