26 აგვ - 25 სექ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, სოლოლაკი
  • მოქნილი გრაფიკი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სოციალური საწარმო ''მირაბალდები'' ეძებს დაინტერესებულ პირებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ იაზრებ რამდენად მნიშვნელოვანია იზრუნო ძალადობაგამოვლილ ადამიანებზე და გინდა შენი წვლილი შეიტანო ამ დიდ საქმეში;
თუ გინდა განავითარო შენი პროფესიული უნარები;
თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები სიახლეებს;
თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიური სამუშაო პროცესი

მაშინ აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
  • პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.
  • და რაც მთავარია - ქალების გაძლიერების სურვილი.

გამოსაცდელი ვადა 1 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე: mirabaldebi@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 230
უნიკალური ნახვები 231