26 აგვ - 24 სექ
დანადგარის მარეგულირებელი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნატახტარი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 598833411
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია "Waterland"-ი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ნატახტარში ეძებს გუნდის ახალ წევრს დანადგარის მარეგულირებელის (ნალადჩიკის) პოზიციაზე.

მოვალეობები

  • პროდუქციის წარმოების პროცესთან, ჩამომსხმელი ხაზების, პეტის გამბერი დანადგარების პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხაზისა და მანქანა - დანადგარის ფუნქციების განახლება და მათი სამუშაო პროცესში კონტროლი;
  • დანადგარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში მექანიკური მომსახურეობის გაწევა;
  • დანადგარის ხაზის გამზადება პეტის გასაბერად და შესაბამისი მასალის გამზადება პროდუქციის ჩამოსასხმელად;
  • დირექტორის ან/და უშუალო უფროსის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთის ქონა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებული, შრომისმოყვარე;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი


პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
  • კომპანიის მომსახურეობის სერვისში შედის: თანამშრომლების ტრანსპორტირება
  • სადილით უზრუნველყოფა

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ - ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე Bakhtadze.G@gudauri.world სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტოთ ნომერზე +995 598 833 411


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი
ნახვები 98
უნიკალური ნახვები 98