27 აგვ - 25 სექ
სტარტი
ინკასატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1250
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ფეიბოქსი“ საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მაშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და ხარ განვითარებაზე ორიენტირებული - ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ,,ინკასატორი“-ს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: თბილისის ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1250 ლარი + საწვავი სრულად
ჯანმრთელობის დაზღვევა;

გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი 08:00 საათიდან 16:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაცია

სავალდებულო მოთხოვნები:
  • ავტომობილის ფლობა
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს ორგანიზება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ინკასატორი - თბილისი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
ინკასაცია (საბანკო)
ნახვები 82
უნიკალური ნახვები 82