30 აგვ - 28 სექ
ელექტრონული ტენდერების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების დეპარტამენტში, ელექტრონული ტენდერების მენეჯერის მიმართულებით.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
მე, ზვიად საყვარელიძე, VIP მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი ვაცხადებ ვაკანსიას VIP მომსახურების დეპარტამენტის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე. VIP მომსახურების დეპარტამენტში კანდიდატებს 3 თვის ვადაში შევასწავლი საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნად უნარ-ჩვევებს, მომხარებლებთან ურთიერთობებს და შესაბამის ტაქტიკებს, მომწოდებლებთან ურთიერთობებს და შესაბამის ტაქტიკებს, შესყიდვის და გაყიდვის ხელოვნებას, მასალებს, მასალების პირველ სამ კომპონენტს, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს. რაც ყველაზე მთავარია შევასწავლი კომერციას. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.

ბენეფიტები:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
  • წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შეთავაზებების მომზადება და გადაგზავნა;
  • კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • სტანდარტული დოკუმენტაციის მომზადება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • აუცილებელია მათემატიკური უნარები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების კარგი უნარ-ჩვევები;
  • მათემატიკური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 105
უნიკალური ნახვები 107