30 აგვ - 28 სექ
IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • IT მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელობა ;
  • დავალებების გაცემა/მონიტორინგი/განაწილება;
  • IT შეკვეთების მონიტორინგი;
  • მარკეტის მედია სერვერის მართვა/მონიტორინგი;
  • გუნდის მიერ შესრულებული დავალებების დაანგარიშება/მონიტორინგი;
  • გორგიას სათაო ოფისში და მის კუთვნილ რეგიონალურ ფილიალებში ახალი და არსებული მომხმარებლებისათვის, კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების, ელ-სერვისის მოწოდება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტისთვის შესაძენი მოწყობილობების/აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მონაწილეობა ტექნიკის შეფასებაში;
  • მონაწილეობის მიღება ახალ შესყიდული და გარემონტებული კომპიუტერული და ორგ. ტექნიკის დაყენებასა და ტესტირებაში;
  • ახლად დანერგილი ტექნოლოგიების ათვისება ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.
  • გორგიას სათაო ოფისის და მისი კუთვნილი რეგიონალური ფილიალების თანამშრომელებისათვის შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების საკომუტაციო მომსახურება;
  • სამომხმარებლო პროგრამებში წარმოქმნილი პრობლებემის გაანალიზება და გადაჭრა;
  • მომხმარებლებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწყობილობებისა და პროგრამების გამოყენების შესახებ;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
  • მიბარებული ქონების მოვლა/პატრონობა;
  • კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
  • კონფიდენციალობის დაცვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება - სასურველია ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • სავალდებულოა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება Team Leader-ის, ხელმძღვანელის პოზიციაზე;
  • აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალზე ორიენტირებულობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებით შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 190
უნიკალური ნახვები 189