30 აგვ - 28 სექ
პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;
  • კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
  • ERP აღრიცხვის სიტემაში მუშაობა, საწყობის მართვის პროგრამის (WMS) დანერგვაში მონაწილეობა. წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების მოხდენა და აღმოფხვრა;
  • ახალი პროგრამული მოთხოვნების გაანალიზება და დახმარება;
  • მომხმარებლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების კონტროლი და გასწორება;
  • ტრენინგების/გამოცდების ჩატარება;
  • სასწავლო მასალების/საგამოცდო მასალის მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამის, MS excel-ის ცოდნა;
  • აუცილებელია რუსულის ენის ცოდნა (სასურველია სომხური).

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე:recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/ინჟინერი
ნახვები 141
უნიკალური ნახვები 140
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით