30 აგვ - 28 სექ
მომხმარებლების მომსახურების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში. კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • უფასო კვება;
  • Fit pass;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;

ფუნქცია მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში პროცესების ეფექტიანი მართვა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
  • დღის შედეგების მიწოდება ყოველდღიურად ხელმძღვანელისთვის;
  • სამუშაო ადგილის და სისუფთავის მონიტორინგი, ხარვეზების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის მონიტორინგი, ხარვეზების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/xvDNn
ეწვიეთ ჩვენს დასაქმების საიტს: https://jobs.gorgia.ge/;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 78