30 აგვ - 28 სექ
დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1400 - 1600
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების,საშხაპე კაბინების და ალუმინის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობბეი:
  • პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი,( რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
  • ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება (სალარო, ტერმინალი)
  • გაცემული ზედნადებების ანალიზი,გაცემულ ზედნადებში მყიდველი/გამყიდველის ხარჯის სისწორის კონტროლი და ხარვეზის გამოსწორება.
  • ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა,კორექტირება.
  • ბანკის ამონაწერის გატარება.
  • პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა.
  • მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
  • საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფად ათვისების უნარი.

ანაზღაურება: 1400-1600 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად.ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 10:00-დან 18:00 საათამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება-„დამხმარე ბუღალტერი“
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით 3X4 შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 346
უნიკალური ნახვები 334