30 აგვ - 28 სექ
კონსულტანტი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , წერეთლის გამზირი #116
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00;
დასვენება: კვირაში 1 დღე;
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის (3თვე) პერიოდში 950 ლარი, შემდეგ 1000 ლარი.
სამი თვის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი".

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 66
უნიკალური ნახვები 63