03 სექ - 02 ოქტ
ბავშვთა ადრეული განვითარების-ინერვენციონისტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ა.ა.ი.პ. „ბავშვი და გარემო“ აცხადებს ვაკანსიებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების სამსახურში ბავშვთა ადრეული განვითარების-ინერვენციონისტის თანამდებობაზე (4 ვაკანსიაზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:
  • უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსი (ფსიქოლოგი, ექიმი, პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი);
  • ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი) (ასეთის არქონის შემთხვევაში, ორგანიზაცია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგს);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

უნარები:
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა, დროის მენეჯმენტის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისათვის მზაობა / თვითგანვითარების უნარები;
  • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
  • გუნდურად მუშაობა;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბავშვისა და ოჯახის შეფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმებით;
  • ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და შესაბამის დროს გადაფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმის მიხედვით;
  • ბავშვთან და ოჯახთან მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში, ადრეული განვითარების პრინციპებისა და ფილოსოფიის გათვალისწინებით;
  • მუშაობისას ოჯახის წევრების გაძლიერებაზე / უნარების განვითარებაზე ორიენტირებულობა, ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება;
  • ოჯახის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციასა და სხვადასხვა სათემო სერვისების მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართონ 2024 წლის 15 სექტემბრამდე მისამართზე bavshvidagaremo@yahoo.com და წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და სერტიფიკატის ასლი;
  • შრომითი ბიოგრაფია CV-ს ფორმატში;
  • პირადობის მოწმობის ასლი.;
  • ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 106
უნიკალური ნახვები 102