03 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
შიდა კურიერი
თბილისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 800
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 800 ლარი;

ძირითადი ფუნქციები:
  • სამედიცინო დანიშნულების საგნების, ქირურგიული ინსტუმენტების და იარაღების გადაადგილება კლინიკის შიდა სივრცეში;
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გადაადგილება სააფთიქო საწყობიდან განყოფილებებში;
  • პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
  • გადაადგილებების უზრუნვეყოფა წინასწარ განსაზღვრული მარშუტის და გრაფიკის მიხედვით და ასევე განყოფილებების საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • უსაფრთხო გადაადგილების წესების წედმიწევნით ფლობა და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • ოპერატიულობა;
  • გუნდურობა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@zhordaniaclinic.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება à „შიდა კურიერი“
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
ადმინისტრაცია
კურიერი
ნახვები 317
უნიკალური ნახვები 314