03 სექ - 30 სექ
მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს “პეისერა ბანკი საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე.
პეისერა ბანკი საქართველო პირველი ციფრული ბანკია საქართველოში.
პეისერა ბანკი ქვეყანაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია გახსნას როგორც ქართული, ასევე ევროპული ანგარიში (IBAN).
აღნიშნული ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA) და საქართველოს საანგარიშსწორებო სისტემაზე (RTGS).
პეისერა ბანკის ძირითადი დაპირებაც უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობებია.
პეისერა ბანკი ინოვაციური და ციფრული საბანკო პროდუქტების შეთავაზებისას, ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა და ქართულ საბანკო ბაზარზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
პეისერა ბანკი სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ზრუნავს თავის თანამშრომლებისა და მომხმარებელბის კეთილდღეობაზე.

ფუნქცია მოვალეობები:
  • მომხმარებელთა შეხვედრა, კონსულტაცია და სრული საბანკო სერვისის გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა, როგორც ფიზიკურად ფილიალში ვიზიტისას, ისე დისტანციურად სხვადასხვა არხების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, ლაივ ჩეთი და ა.შ.);
  • სატელეფონო კონსულტაცია და ტელეფონით შესაბამისი საბანკო სერვისის გაწევა;
  • ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
  • უნაღდო ოპერაციების განხორციელება;
  • სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება, პირობების გაცნობა და ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა საჭიროებების მაქსიმალური ანალიზი და პრობლემების მოგვარება;
  • შესაბამისობის და AML რეგულაციების ფარგლებში საეჭვო ტრანზაქციის განხორცილებისას თანამშრომლობა შესაბამის განყოფილებებთან;
  • ბანკის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, ტესტირებაში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა;
  • სხვადახვა პროდუქტების რეგისტრაცია და ბანკის აპლიკაციაში რეგისრაციაში დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო მენეჯერის მიერ დადელეგირებული საქმის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომერციულ ბანკში ან/და ფინანსურ სექტორში კლიენტთა მომსახურების ცენტრში/საოპერაციოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება. სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური (B1-B2) და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა;
  • MS Office (Word, Excel, PowerPoint, SharePoint, Outlook).

პიროვნული მახასიათებლები:
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურობა, სიახლეების მიმღებლობა და სწრაფად გაანალიზება და ათვისება;
  • პრიორიტეტების განაწილების და დროის მენეჯმენტის კარგი უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის მართვის უნარი და პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების გამონახვა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 4/2.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@paysera.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
საბანკო
ბანკის კლიენტთა მომსახურება
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 76