03 სექ - 01 ოქტ
ექიმ-ლაბორანტი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა" 2020 წელს დაარსდა და დღეს უკვე კლინიკათა ფართო ქსელი აქვს დასავლეთ საქართველოში.კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიის აპარატურით და ერთ-ერთი ლიდერია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქირურგიის დარგში.
მალე კლინიკის ახალი,თანამედროვე სტანდარტების ფილიალი გაიხსნება,რომელიც ამბულატრორიული სერვისის სრულ სპექტრს დაფარავს და შექმნის პაციენტებისთვის განსხვავებულ და კომფორტულ გარემოს მაღალი სტანდარტის მომსახურებით.
კლინიკა აცხადებს ვაკანსიას: ექიმ-ლაბორანტის პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება და შენახვა;
  • ლაბორატორიული კვლევების შესრულება;
  • ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა;
  • ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ლაბორატორიულ მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • აუცილებელია ლაბორანტის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ლაბორატორიული მედიცინის ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
  • ბიოუსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების ცოდნა;

დამატებითი უნარები/პიროვნული უნარები:
  • პაციენტებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;

კომპანიის ბენეფიტები:
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
  • მეგობრული სამუშაო გარემო

სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: careersadeishviliclinic@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია,
მედდა
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 101