04 სექ - 04 ოქტ
სტარტი
ოპერატორი
თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ. (დიდუბე)
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია სტანდარტი + ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურეობა;
  • შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.

მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია პროგრამა AutoCAd-ის ცოდნა ( შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები) : 1000 ლარი;
  • ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები) : 1500 ლარი;
  • მისამართი: . თბილისი, დიდუბე , . ერისთავის ქუჩა #1;
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ.


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
ნახვები 129
უნიკალური ნახვები 125