შემდეგი
06 სექ - 03 ოქტ
სტანდარტი
ქსელური გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: nsalukvadze@frostsln.ge
კომპანია „ფროსტ სოლუშენი“ არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელური გაყიდვების უმცროსი მენეჯერის (Junior Key Account) პოზიციაზე
პასუხისმგებლობები:
- გაყიდვების სტრატეგიის აღსრულება ადგილობრივ ბაზარზე
- არსებული გაყიდვების არხების მენეჯმენტი/განვითარება და გაყიდვების ქსელის გაფართოება
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/მონიტორინგი
- ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკებები/შეთანხმებების აღსრულება
- გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი/აღსრულება
- გაყიდვების გეგმების ყოველკვირეული მონიტორინგი/შესრულების დაგეგმარება
- კონკურენტების მონიტორინგი
- ქსელების ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი კომპანიის მიმართ
- გაყიდვების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
- უშუალო ხელმძღვალენთან ერთად სააქციო აქტივობების დაგეგმარება/შესრულების უზრუნველყოფა
- ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ქსელებთან კომუნიკაცია
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით (ფინანსები/ლოგისტიკა/სასაწყობე მეურნეობა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)/საკუთარი ავტომობილი
- ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული)
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
- დროის მართვის კარგი უნარი
ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი
- ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ინდივიდუალური შეთანხმებით - გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
- ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურება
- საწვავი/სატელეფონო კომუნიკაცია
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 – 17:00)
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsalukvadze@frostsln.ge
გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 89